ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოიდ ოსტინმა პენტაგონში რეფორმის გატარება დაიწყო


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ახალი განკარგულება გასცა, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების რეფორმირებას ისახავს მიზნად. ოსტინის მიზანია, სამხედრო იერიშების დროს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება, რასაც ბოლო ანგარიშების მიხედვით, არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

ერთ-ერთ ბოლო ინციდენტში, დრონით განხორციელებულ იერიშს ქაბულში 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რომელთა შორის 7 ბავშვი იყო. ეს ავღანეთში ამერიკული არმიის ყოფნის ბოლო დღეებში მოხდა.

"მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ფუნდამენტურად შეესაბამება ძალის ქმედით, ეფექტიან და გადამწყვეტ გამოყენებას ამერიკის ეროვნული ინტერესების გატარების საქმეში" - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა დირექტივასთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტში მომხდარ ცვლილებას ეხება. ეს ნაბიჯი "სტრატეგიული და მორალური იმპერატივია" - აღნიშნავს ოსტინი.

პენტაგონის ოფიციალურ პირებს 90 დღე აქვთ გეგმის წარსადგენად, რომელიც იერიშების დროს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს შეამცირებს. ოსტინის განმარტებით, ავღანეთში და ერაყში მიღებული გამოცდილება შესაძლოა იყოს დასკვნების გამოტანის და გაკვეთილის მიღების გზა, რათა მოხდეს სამოქალაქო პირებში ზიანის შემცირება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG