ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი ამბობს, რომ რუსეთზე გამოძიების დასრულების დროა


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ამბობს, რომ დროა სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა გამოძიება დაასრულოს. მალერის გუნდი ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და იმას იძიებს, სცადა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა სიმართლის დადგენისთვის ხელის შეშლა.

პენსმა „ენ-ბი-სი ნიუსს“ დღეს უთხრა, რომ „გამოძიების დასრულების დროა და ეს ქვეყნის ინტერესებშია“.

თუმცა როგორც ჩანს გამოძიება, რომელიც დაახლოებით ერთი წელია, რაც მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ სრულდება. რობერტ მალერის გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს პრეზიდენტის ადვოკატებთან იმის თაობაზე, უპასუხებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი გამომძიებელთა შეკითხვებს. და თუ ასე მოხდა, რა პირობებით: რა იქნება განსახილველი საკითხები, დაკითხვის ხანგრძლივობა და ფიცის საჭიროება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG