"გუგლის" თანამშრომლებმა, რომლებიც ადრე ერთსა და იმავე ოფისებში მუშაობდნენ ამიერიდან შესაძლოა განსხვავებული ანაზღაურება მიიღონ. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით მიიღო, რომლებიც რეგულარულ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.
"სილიკონის ველზე" ამა თუ იმ დიდი კომპანიის მიერ დაწყებული ექსპერიმენტები ხშირად უფრო დიდი ტენდენციის ნაწილი ხდება. "გუგლის" ეს მიდგომა სხვა კომპანიებმაც, მათ შორის, "ფეისბუქმა" და "ტვიტერმაც" გაიზიარეს. მათთან ერთად სხვებმაც შეუმცირეს ზოგიერთ თანამშრომელს ხელფასი, რადგან ისინი დისტანციურად მუშაობენ და ნაკლებად ძვირადღირებულ უბნებში გადასახლდნენ. ზოგიერთი შედარებით მცირე კომპანიაც ახალ მოდელს გეგმავს, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლებს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდიან
"გუგლის" და სხვათა ამგვარმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა იმ ადამიანებზე უფრო ცუდად იმოქმედოს, ვინც კომპანიაში მუშაობს, ფიზიკურად ყოველდღე მიდის სამსახურში, მაგრამ ტერიტორიულად გაცილებით შორს ცხოვრობს და ანაზღაურებაც დისტანციურად მომუშავეთა მსგავსად შეუმცირდებათ. თუმცა "გუგლი" ამბობს, რომ მათი ანაზღაურების პოლიტიკა ყოველთვის ლოკაციაზე იყო დამოკიდებული და ამის მიუხედავად, კომპანია თანამშრომლებს ბაზარზე მაინც ერთ-ერთ უმაღლეს ანაზღაურებას სთავაზობდა.
Facebook Forum