ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ მაკარტნი: "ბითლზის" დაშლაზე პასუხისმგებელი ჯონ ლენონია


რადიო "ბი-ბი-სისთან" საუბრის დროს, პოლ მაკარტნიმ თქვა, რომ ლეგენდარული ჯგუფის, "ბითლზის" დაშლაზე, პასუხისმგებელი ჯონ ლელონი იყო და არა თავად ის.

"მე არ გადამიწყვეტია [ჯგუფის] გაყოფა, ეს ჩვენი ჯონი იყო", - თქვა ინტერვიუს დროს მაკარტნიმ.

ბენდის ფანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ ვის გამო დაიშალა "ბითლზი", რომელიც დღემდე პოპულარულია. უმეტესობა თანხმდება, რომ ბენდი პოლ მაკარტნის სურვილით დაიშალა, თუმცა თავის ბოლო ინტერვიუში მომღერალმა და კომპოზიტორმა თქვა, რომ ეს სწორედ ჯონ ლენონის სურვილით მოხდა.

მაკარტნიმ განმარტა, რომ დაბნეულობა იმასთან დაკავშირებით, ვის გამო და რატომ დაიშალა ბენდი, მათი მენეჯერის გადაწყვტილებამ გამოიწვია. მენეჯერმა ბენდის წევრებს სთხოვა, არაფერი ეთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით იქამდე, ვიდრე ის გარკვეულ ბიზნეს-ოპერაციებს მოაგვარებდა.

პოლ მაკარტნის ინტერვიუმ რამდენიმე კვირით ადრე დაასწრო დოკუმენტური ფილმის პრემიერას, რომელიც სწორედ ლეგენდარული ბენდის არსებობის ბოლო თვეებს შეეხება. ფილმის პრემიერა ამერიკაში ნოემბერში შედგება და ის დისნეის არხ Disney+-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG