გამოცხადდა ნობელის პრემიის ახალი მფლობელები ეკონომიკის დარგში. გამარჯვებულები არიან ამერიკაში მცხოვრები სამი ეკონომისტი: დევიდ ქარდი, ჯოშუა ენგრისტი და გუიდო იმბენსი.
კანადაში დაბადებულმა ეკონომისტმა, დევიდ ქარდიმ, რომელიც ახლა კალიფორნიის უნივერსიტეტში ასწავლის, პრემიის ნახევარი მიიღო. მას ჯილდო თავისი კვლევისთვის გადასცეს, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასის ზრდა არ იწვევს ნაკლებ დასაქმებას. ამავე კვლევის მიხედვით, ემიგრანტების დასაქმება არ შეამცირებს ადგილობრივების ანაზღაურებას.
პრემიის მეორე ნახევარი ჯოშუა ენგრისტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და გუიდო იმბენსიმ, სტენფორდის უნივერისტეტიდან, გაინაწილეს. მათ ეს ჯილდო გადაეცათ თავიანთი ინოვაციური მეთოდისთვის და კვლევების ისე ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ტრადიციულ მეცნიერულ მიდგომებს არ ეყრდნობა.
შვეედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიაში თქვეს, რომ ამ სამმა გამარჯვებულმა "მთლიანად შეცვალა ეკონომიკური მეცნიერების ემპირიული სამუშაოები".
Facebook Forum