ვაშინგტონი —
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის ხელშეწყობით ვაშინგტონში გაიმართა დისკუსია თემაზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების- საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დემოკრატიული განვითარების ეტაპები, ამ პროცესში ამერიკის ჩართულობა და ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი.
დისკუსია, ზომოხსენებულ ქვეყნებში ამერიკის ყოფილი ელჩების მიერ ერთობლივად დაწერილი ნაშრომის გადახედვას და ანალიზს გულისხმობდა. ნაშრომი აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტმა 2002 წელს გამოაქვეყნა. პუბლიკაცია, რომლის სახელწოდებაა "მიაქციეთ ყურადღება სამხრეთ კავკასიას" , 1998-2001 წლებში აშშ-ის ელჩს საქართველოში კენეტ იალოვიცს, სომხეთში ამერიკის ყოფილ ელჩს (1993-1995) ჰენრი გილმორს და აზერბაიჯანში (1994-1997) დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს რიჩარდ კაუზლიარიჩს ეკუთვნის.
რა ამოცანები ჰქონდა აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება, რომელიც ამერიკამ ამ წლების მანძილზე გასწია, ამ ქვეყნების პროგრესი დემოკრატიული სახელმწიფოების შენების გზაზე, სამივე ქვეყანაში ჩატარებული ბოლო არჩევნების შედარება და ანალიზი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და 10 წლის მანძილზე სამხრეთ კავკასიის როლი გლობალურ და რეგიონულ დონეზე- ეს ის საკითხებია, რომლიც ორ საათიანი დისკუსიის მნძილზე განიხილებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კენეტ იალოვიცმა კომენტარები გააკეთა ამერიკის ხმისთვის. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ აუდიო და ვებ-ინტერვიუს მასთან.