ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო გეგმა პალესტინაში


სამშვიდობო გეგმა პალესტინაში
სამშვიდობო გეგმა პალესტინაში

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინაში დაპირისპირების „ოთხწლიანი შავი პერიოდი“ სრულდება. უკვე დაწყებულია მოძრაობა „ფათხის“ და „ჰამასის“ სამხედრო დაჯგუფების შერიგების პროცესი. შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გუშინ ქაიროში გაიმართა, რომელსაც მაჰმუდ აბასი, ჰამასის ხელმძღვანელი ხალედ მეშალი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. ამით დაპირისპირება ორ პალესტინურ ტერიტორიას - ღაზას სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროს შორის დასრულდა. სამშვიდობო გეგმა პალესტინაში დროებითი მთავრობის შექმნას ითვალისწინებს, რასაც ერთ წელიწადში საპრეზიდენტო და საპარალამენტო არჩევნები უნდა მოჰყვეს. შეთანხმების შესახებ კომენტარი გააკეთა მოძრაობა ფათხის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აზამ ალ აჰმედმა:

„მისი თქმით ამ შეთანხმებაში ყველა მხარე იყო ჩართული. ასევე მონაწილეობდნენ ის ადამიანები ვიცნ არც ჰამასთან და არც ფათხთან არ არის დაკავშირებული. ეს ხალხი უბრალოდ პალესტინის სახელმწიფოს მხადამჭერები არიან.“

ჰამასა და ფათხს შორის შეთანხმებას ეწინააღმდეგება ისრაელი. თელავივის განცხადებით ამან შესაძლოა სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს.

XS
SM
MD
LG