ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის სისასტიკე


თავის მოკვეთებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

პაკისტანის თალიბანმა გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც 12 ჯარისკაცის მოკვეთილი თავი ჩანს. კორესპოდენტებმა, რომელთაც იხილეს ვიდეო, განაცხადეს, რომ ეკრანზე ჩანდა მიწაზე დაყრილი თავები, ხოლო სხეული სუდარაში იყო გახვეული. იქვე შეიარაღებული პირები იდგნენ, მათ შორის ერთ-ერთს ცული ეჭირა ხელში.

ვიდეომასალა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც პაკისტანის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა 15 ჯარისკაცის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მანამდე შეტაკება მოხდა ბაჯაურის ტომებით დასახლებულ რეგიონში.

პაკისტანის მთავრობა გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG