ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სასულიერო პირი დააკავეს


პაკისტანის კანონმდებლობა ისლამის ან მუჰამედის წინააღმდეგ მკრეხელურ საქციელსა და საუბარს დანაშაულად მიიჩნევს

პაკისტანის პოლიციამ მუსლიმი სასულიერო პირი დააკავა, რომელსაც სამხილების გაყალბებაში ედება ბრალი.

შაბათს პოლიციამ ხალიდ ჯადუნის ბრალი დასდო, რომ მკრეხელობის ბრალდებით დაკავებული ქრისტიანი გოგონას სურსათის ჩანთაში, მან ყურანის ფურცლები ჩადო და გოგონას წმინდა წიგნის წაბილწვა და შეურაცხყოფა დააბრალა.

ქრისტიანი გოგონა, რომლის ასაკიც დადასტურებული არ არის, მაგრან ის სავარაუდოდ 11-დან 17 წლამდე უნდა იყოს, გასულ თვეს დააპატიმრეს მკრეხელობის ბრალდებით.

პაკისტანის კანონმდებლობა ისლამის ან მუჰამედის წინააღმდეგ მკრეხელურ საქციელსა და საუბარს დანაშაულად მიიჩნევს, რომლისთვისაც დამნაშავე სიკვდილით ისჯება.
XS
SM
MD
LG