ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერი სასამართლოში დაიბარეს


უზანაესი სასამართლო პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის საქმეს იხილავს

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრს რაჯა ფერვეზ აშრაფის სასამართლოს წინაშე გამოცხადება და პრეზიდენტის წინააღდმეგ აღძრულ საქმეზე ჩვენების მიცემა უბრძანა. უზანაესი სასამართლო პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის საქმეს იხილავს, რომელსაც კორუფციაში ედება ბრალი. პრეზიდენტი ზარდარი თავის მხრივ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. ივნისში უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყოფილი პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი, რომელმაც უარი თქვა მიემართა შვეიცარიის ხელისუფლებისთვის საქმე აღეძრათ პრეზიდენტ ზარდარის წინააღმდეგ. ამის გამო, უზანესმა სასამართლომ გილანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.ახალი პრემიერი აშრაფი სასამართლოს წინაშე 27 აგვისტოს უნდა წარდგეს.
XS
SM
MD
LG