ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში თავდასხმა მოხდა


დაღუპულთა შორის ორი ბავშვია, დაიჭრა 20-მდე ადამიანი

პაკისტანის ხელისუფლებამ დროებით დახურა ავღანეთის საზღვარი ხაიბერის რაიონში ნატოს სატვირთო კოლონაზე მოწყობილი თავდასხმის გამო, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

დღესვე პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთში მდებარე ბაჯაურის რაიონის ქალაქ სალარზაის ბაზარში ბომბის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. დაიჭრა 20-მდე ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა ავღანეთის მოსაზღვრე ეს რაიონი სამთავრობო ძალების და თალიბთა შეტაკებებით არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG