პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ ქვეტაში ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ტრაგედია ავამის ეროვნული პარტიის მიტინგზე დატრიალდა, როდესაც ველოსიპედზე მიმაგრებული ბომბი აფეთქდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ბელუჯისტანში დიდი ხანია მიმდინარეობს ომი სუნიტებსა და შიიტებს შორის. გარდა ამისა ამ რეგიონში ბელუჯი სეპარატისტები მოქმედებენ, რომლებიც პოლიტიკურ ავტონომიას ითხოვენ.
ივნისში ამ პროვინციაში მომხდარ ტერაქტებს სულ ცოტა 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.