ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


მოსახლეობის ერთი ნაწილი მთავრობის მიერ ნატოსთვის სატვირთო დერეფნის გახსნის წინააღმდეგია

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა უსაფრთხოების სამსახურის საგუშაგოს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. იერიში პუნჯაბის რეგიონში მოხდა, სადაც ძალადობრივი თავდასხმები იშვიათად ხდება.

დაღუპულთაგან ექვსი ჯარისკაცია, ერთი კი - პოლიციის თანამშრომელი. ოფიციალური ინფორმაციით, ასევე, დაჭრილია სამი პოლიციელი. თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ათასობით ადამიანი დედაქალაქ ისლამაბადის მიმართულებით საპროტესტო მარშით მიემართებოდა. პაკისტანის მოსახლეობის ერთი ნაწილი მთავრობის მიერ ნატოსთვის სატვირთო დერეფნის გახსნის წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG