პაკისტანის პოლიციის განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ პაკისტანში ველოსიპედზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 10 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა.
ბალუჩისტანის პროვინციაში ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედრო კოლონამ ველოსიპედის ახლოს ჩაიარა. დაზარალებულთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა. აფეთქების დროს ტრანსპორტიც დაზიანდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით საკუთარ თავზე არავის არ აუღია.
ბოლო დროს, ბალუჩისტანის პროვინციაში, რელიგიური სექტების დაპირისპირება, მეამბოხეთა შეტევები და ამბოხებულთა შორის დაპირისპირება ძალზე გახშირდა. ბალუჩის მეამბოხეები პოლიტიკურ ავტონომიას და პროვინციის ბუნებრივი რესურსების კონტროლს ითხოვენ.