ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერ-მინისტრს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრება


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის იუსუფ რეზა გილანის განცხადებით პაკიკსტანის უმაღესი სასამართლოს წინაშე ის ხუთშაბათს წარსდგება.

სასამართლოს სხდომას პრემიერ-მინისტრთან ერთად მთელი მთავრობა დაესწრება მის მიმართ მხარდაჭერის ნიშნად.

იუსუფ რეზა გილანის სასამართლო დაუმორჩილებაში სდებს ბრალს, როდესაც მან უარი განაცხადა პრეზიდენტ აზიფ ალი ზარდარის კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პაკისტანის პრემიერ-მინისტრს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრება.

პაკისტანის პროკურატურა პრეზიდენტ ზარდარის, რომელიც პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მეუღლე იყო, შვეიცარიის ბანკებში მილიონობით დოლარის უკანონო გადაქაჩვაში სდებს ბრალს. ბენაზირ ბჰუტო 2007 წელს მოწყობილი ტერატქის შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG