დღეს, ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსუფზაი, ისლამისტების მიერ მისი დაჭრიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ, თავის მშობლიურ პაკისტანში დაბრუნდა. მას თავის მშობლიურ რაიონში იმის გამო ესროლეს, რომ ქალებისათვის განათლების მიცემას მოითხოვდა.
20 წლის აქტივისტი, პრემიერ მინისტრ აბასის ისლამაბადში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში შეხვდა.
ტელევიზიებით გადაცემულ ემოციურ სიტყვაში მალალამ თქვა, რომ პაკისტანში დაბრუნებაზე და მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმაზე ოცნებობდა.
„ეს, ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა, რადგან ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი და ხუთნახევარ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ მშობლიურ მიწაზე ვდგავარ.“ თქვა მალალამ.
ახალგაზრდა აქტივისტმა, პაკისტანელი გოგონების განათლების საჭიროებას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მისმა ორგანიზაციამ გოგონების განათლებაზე უკვე 6 მილიონი დოლარი დახარჯა.
Facebook Forum