ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა მალალა იუსაფზაის ჯილდო გადასცა


ევროკავშირის პარლამენტმა დღეს სახაროვის პრემია, რომლის ოდენობა 67 ათასი დოლარია, მალალა იუსაფზაის ბრიუსელში გადასცა

ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ყველაზე მაღალი ჯილდო პაკისტანელ გოგონა მალალა იუსაფზაის გადასცა. მალალა ქალებისთვის განათლების მიღების უფლების მინიჭებას ითხოვდა, რის გამოც თალიბანმა შარშან მალალას მოკვლა სცადა.

ევროკავშირის პარლამენტმა დღეს სახაროვის პრემია, რომლის ოდენობა 67 ათასი დოლარია, მალალა იუსაფზაის ბრიუსელში გადასცა.

მალალა 11 წლის იყო როცა პაკისტანის სვატის რეგიონში ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი გახდა, სადაც თალიბანმა ქალებს განათლების მიღება 2009 წელს აუკრძალა. მალალამ ფსევდონიმით ბლოგი დაიწყო, სადაც ქალებისთვის განათლების მიღების, თვითგამოხატვისა და თავისუფლების უფლების მინიჭებას ითხოვდა. მისი საქმიანობის გამო თალიბანმა მისი მოკვლა სცადა.

სახაროვის პრემია წარსულში ისეთ ადამიანებს აქვთ მიღებული, როგორიცაა სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და ბირმის დემოკრატიული განვითარების ლიდერი აუნგ სან სუ ჩი.
XS
SM
MD
LG