ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღდგენით სამუშაოებს პაკისტანში წლები დასჭირდება


პაკისტანის პრეზინდეტის განცხადებით, წყალდიდობებისგან მიყენებული ზარალის აღდგენას წლები დაჭირდება.

სტიქიამ 5 მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, პრეზიდნეტ ასიფ ალი ზარდარის განცხადებით, აღდგენას სულ მცირე 3 წელი დაჭირდება.

ზარდარის თქმით, ქვეყანამ შესაძლოა ბოლომდე ვერასდროს შეძლოს წყალდიდობებისგან მიყენებული ზარალისგან თავის დაღწევა, მაგრამ მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ მომავალში მსგავსის გამეორებისას, მომზადებული იყოს.

საერთაშორისო ორგანიზაციები პაკისტანში მუშაობას განაგრძობენ. მარკუს პერიორი ისლამაბადში მსოფლიო სასურსათო პროგრამას უძღვება, მისი განცხადებით მაშველებს მეტი ვერტმფრენი ჭირდებათ, რათა სტიქიის ზონაში დარჩენილები გამოიყვანონ.

“ ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ სამანქანო გზით იქამდე ვერ მივალთ, ამიტომ დამატებით 40 ვერტმფრენს ვითხოვთ, რათა ხალხთან მივაღწიოთ.”

პაკისტანის პრეზიდნეტმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისლამისტმა მეამბოხეებმა შემქნილი ვითარება ბოროტად გამოიყენონ. სტიქიის შედეგად ქვეყანაში 1 600 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG