ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქება მოხდა


პაკისტანში აფეთქება მოხდა
პაკისტანში აფეთქება მოხდა

პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს პასუხიმგებლობა ორმაგ აფეთქებაზე, რომელიც პაკისტანის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ოფიცრის სახლთან მოხდა. ამ ტერაქტის დროს სულ ცოტა 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ამ ოფიცრის მეუღლე.

პოლიციის განცხადებით პირველმა თავდამსხმელმა თავისი ავტომანქანა ქუეტაში მდებარე პაკისტანის შეიარაღებული დაჯგუფების, ფრონტის კორპუსის მეთაურის მოადგილის ფარუხ შეჰზადის რეზიდენციასთან ააფეთქა.

ამ აფეთქების შემდეგ მეორე ტერორისტი შენობაში შეიჭრა და თავი აიფეთქა. უძლიერესმა აფეთქებამ თითქმის მთლიანად დაანგრია ეს სახლი. ამ ტერაქტების დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

პაკისტანის გასამხედროებული შეიარაღებული დაჯგუფებები დი როლს თამაშობენ თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლახანს მათ ამერიკის დაზვერვასთან ერთად რეიდი მოაწყვეს ქვეტაში ალ-ყაიდას წევრების დაკავების მიზნით.

XS
SM
MD
LG