ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობის ახალი ეტაპი


ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობის ახალი ეტაპი
ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობის ახალი ეტაპი

ქვეყნის დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს მსოფლიოს ნომერ პირველი ძებნილი ტერორისტის სამალავის აღმოჩენამ ბევრს გაუჩინა კითხვა - იცოდა თუ არა პაკისტანის უშიშროების სამსახურმა ოსამა ბინ ლადენის იქ ყოფნის ამბავი. პაკისტანის პრემიერ მინისტრი იუსუფ რაზა გილანი დაჟინებით უარყოფს ქვეყნის ოფიციალურ პირთა ალქაიდას ლიდერთან კავშირს.

დიახ, რა თქმა უნდა, ეს დაზვერვის ჩავარდნა იყო. თუმცა არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დაზვერვის სამსახურების ჩავარდნა გახლდათ“.

მართალია, პრეზიდენტ ობამას არ უთქვამს, რომ პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ ქვეყანაში ბინ ლადენის ყოფნის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნა, რომ გარკვეული მხარდაჭერა და ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით უთუოდ არსებობდა.

სამხრეთ აზის ექსპერტები თვლიან, რომ ახლა ისლამაბადზე ზეწოლის გაზრდის დროა. სადანანდ დუმი ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტიდან მიიჩნევს, რომ ასეთი მომენტი შეერთებულ შტატებს 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ არ ჰქონია. საერთაშორისო მედიის განწყობა და ზოგადი სიტუაცია ამერიკისთვის მოცემულ მომენტში ძალზე ხელსაყრელია. პაკისტანი უნდა ვაიძულოთ მაქსიმალურად გააძლიეროს ავღანეთის მიმდებარე საზღვრების კონტროლი, ამბობს ის.

ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბინ ლადენის თანამებრძოლი და მისი რწმუნებული -აიმან ალ ზავაჰრიც - სავარაუდოდ პაკისტანში იმყოფება. ქვეყნის უშიშროებამ უნდა მოინდომოს მისი და ასევე ავღანელ თალიბთა ლიდერის - მულა ომარის- პოვნა და ამერიკისთვის გადაცემა.

წარმოშობით პაკისტანელი შუჯა ნავაზი ატლანტიკურ საბჭოში სამხრეთ აზიის ცენტრის დირექტორია. იგი თვლის, რომ ეს არაჩვეულებრივი მომენტია ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობის განსამტკიცებლად.

„პაკისტანელებს ახლა სერიოზული გარდაქმნების დაწყების შანსი აქვთ. ეროვნული სტრატეგიული ინტერესების რეტროსპექტული ანალიზის მეშვეობით მათ რეგიონალურ პრიორიტეტებს უნდა გადახედონ. მათ შორის, უნდა გაარკვიონ, თუ რომელი ქმედება დააახლოვებს პაკისტანს ავღანეთთან, როგორი ნაბიჯები შეამცირებს ინდოეთთან დაძაბულობას. რა თქმა უნდა უფრო მეტი ნდობის და გულახდილი ურთიერთობის დამყარებაა საჭირო შეერთებულ შტატებთან“.

ამერიკა მილიარდობით დოლარის დახმარებას აგზავნის პაკისტანში. კონგრესის ზოგიერთი წევრის განცხადებით, დროა ეს ურთიერთობაც გადაიხედოს. ნაწილი თვლის, რომ სუბსიდირება უნდა შენარჩუნდეს რათა მეგობრული ურთიერთობა გამყარდეს და ანტიტერორისტული თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი, პიტ ჰოექსტრა, რომელიც ასევე წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, თვლის, რომ ამერიკას და პაკისტანს ერთმანეთი აუცილებლად სჭირდება. ორმხრივი თანამშრომლობა საგარეო საქმეთა წარმატებულად მართვისთვის ერთნაირად აუცილებელია ორივე ქვეყნისთვის.

ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობის გამო ატეხილი ხმაურის მიუხედავად სახელმწიფოთა ლიდერები კეთილგანწყობილი ურთიერთობის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს. პრემიერი გილანი აცხადებს, რომ პაკისტანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობას და თვლის, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია. შარშან ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის წელს პაკისტანსაც ეწვევა.

XS
SM
MD
LG