დღეს ვაშნგტონში პაკისტანის ოფიციალური პირები საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ხვდებიან პაკისტანის ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით.
მხარეები გადასინჯავენ 2008 წელს გაფორმებული 10 მილიარდიანი დახმარების პროგრამის პირობებს.
პაკისტანში რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე წყალდიდობების შედეგად მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ და სურსათ სანოვაგის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის დიდი ნაწლი პაკისტანის მთავრობის უმოქმედობითა და კრიზისთან ბრძოლის არადექვატური ზომებით არის უკმაყოფილო.
სამაგიეროდ სწრაფად იმოქმედეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინეს ისლამურმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, რომელთა ნაწილი მეამბოხეებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. პაკისტანელებს უკვე ყველა იმედი აქვთ გადაწურული მთავრობის ხანგრძლივი ურეაქციობის შემდეგ უსაფრთხოების, სიღარიბისა და ქრონიკული უშუქობის შემდეგ.
გასულ კვირას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინსტრმა შაჰ მეჰმუდ ქურეშიმ ისლამაბადში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომამ, რომელიც პაკისტანის სტიქიის შედეგების განხილვას მიეძღვნა, კიდევ უფრო გაზარდა საერთაშრისო დახმარების მოცულობა.
ახლა ლაპარაკია 490ი მილიონი დოლარის დახმარებაზე, რომლის გამოყოფის პირობა უკვე გააკეთეს უცხოეთის ქვეყნებმა. ამას გარდა გვაქვს კიდევ სხვა დახმარებაც. ჯამში უცხოური დახმარების რაოდენობა რვაას თხუთმეტ მილიონზე მეტს შეადგენს. ეს კი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით, რომ მობილიზებას შევძლებდით.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობებმა პაკისტანის ერთი მეხუთედი მოიცვა და 1600 ი ადამიანის სიცოცხლე შეიწრა.