ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ორი აფეთქება მოხდა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ორი აფეთქება მოხდა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ორი აფეთქება მოხდა

სულ ცოტა 80 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში კამიკაძეების მიერ მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო შურისძიების ნიშნად.

ტერორისტებმა ხაიბერის პროვინციაში გასამხედროებულ საწვრთნელ ბანაკზე მიიტანეს იერიში. დაღუპულთა უმეტესობა კადეტები არიან, დაჭრილია 120-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის ლაიაქათ ალი ხანის განცხადებით:“ ამ თავდასხმას რამდენიმე ასპექტი გააჩნია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მართლაც ოსამა ბინ ლადენთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ უფრო ჩვეულებრივ დივერსიულ ოპერაციას გავს.“

თვითმხილველთა განცხადებით აფეთქებები მაშინ მოხდა, როდესაც კადეტები ავტომანქანებში სხდებოდნენ.

შეერთებული შტატების საელჩომ და პაკისტანის ლიდერებმა დაგმეს აღნიშნული ტერაქტები.

ამასობაში ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა მეოთხედ დაბომბა პაკისტანის ტერიტორია ოსბამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, რაც პაკისტანის ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს. ამ ინციდენტის გამო პაკისტანის არმიის გენშტაბის უფროსმა გადადო თავისი ვიზიტი ამერიკაში.

XS
SM
MD
LG