დღეს დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია იმართება. ლეონიდ თიბილოვმა კონსტიტუციაზე საზეიმო ვითარებაში დადო ფიცი. ზოგადად, ცერემონიისთვის ბევრი საჩოთირო საკითხის გადაწყვეტა გახდა საჭირო. მაგალითად, იმის, უნდა მოეწვიათ თუ არა იქ ედუარდ კოკოითი, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ექს პრეზიდენტი, რომელიც უფლებამოსილებას ორი ვადით ახორციელებდა. მასთან დაკავშირებით ერთდროულად სამი უხერხული მომენტი იქმნებოდა სამ ადამიანთან მიმართებაში. პირველი თავად ახალი პრეზიდენტი თიბილოვია, რომელიც კოკოითის მტრად დარჩა წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი, რამაც დიდწილად ხელი შეუწყო მის გამარჯვებას არჩევნებზე. ინაუგურაციის დაწყემაბდე არაერთი ოსი ბლოგერი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მათ შორის ხელჩართული ბრძოლა, შესაძლებელი იყო პირდაპირ საზეიმო ცერემონიის დროს ეხილათ სტუმრებს. მეორე წინააღმდეგობას რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელთან, ჯამბოლათ თედეევთან მიმართებაში ელოდნენ, რომელიც თიბილოვმა ცერემონიაზე ოფიციალურად დაპატიჟა. თედეევი ოსერი პოლიტიკისთვის საბედისწერო ფიგურა აღმოჩნდა. მას რუსულმა სპეცსამსახურებმა აქამდე არაფრით მისცეს უფლება ესარგებლა საკუთარი სამოქალაქო უფლებებით: ხელი შეუშალეს როგორც პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირებაში, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხვედრაში. ამჯერადაც რუსულმა „კაგებემ“ ივაჟკაცა და ცერემონიის გამართვამდე ორი დღით ადრე ჩააბარა მას უწყება პროკურატურიდან, სადაც დაკითვაზე იბარებდნენ სწორედ 19 აპრილს, ინაუგურაციის დღეს. ლეონიდ თიბილოვმა ამ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მანამ სანამ უშუალოდ შეუდგებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას, არ შეეძლო გავლენა მოეხდინა რუსუთის სპეცსამსახურებზე. ამდენად, კოკოითისთვის თედეევთან დაკავშირებული წინააღმდეგობა განეიტრალდა. მესამე არასასიამოვნო შეხვედრა კოკოითის ცერემონიალზე ჯიოევასთან ელოდა, რომელმაც თიბილოვისგან მიწვევა ასევე მიიღო. მან განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე წასვლას აპირებდა, თუმცა კოკოითისთან გამოლაპარაკებას არ გეგმავდა. ჯიოევა ყველაზე საინტერესოდ მიიჩნევდა შეხვედრას ბელა პლიევასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთან, რომლის გადაწყვეტილებით იგი პრეზიდენტად ცნეს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მე პრეზიდენტად ვარ არჩეული, არავის გაუუქმებია, ამასთან ძალაშია მეორე გადაწყვეტილებაც, რომლითაც თიბილოვია არჩეული. გამოდის, რომ ამჟამად ორი პრეზიდენტი არსებობს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბელა პლიევასთან შეხვედრაა. ამასთან, ჩემთვის ამოუცნობია თიბილოვის პოზიცია თედეევთან მიმართებით. იყო შეთანხმება, რომლიხ მიხედვით თედეევის მომხრეებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს არჩევნებზე თიბილოვის სასარგებლოდ. ახლა კი მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მას არ უშვებენ, მიმაჩნია, თიბილოვს უფრო პრინციპული პოზიცია უნდა დაეკავებინა,“ – აცხადებს ალა ჯიოევა.
კოკოითის ცერემონიაზე მიუსველობა ყველაზე მეტად იმის გამო აღლვებთ სამხრეთ ოსეთში, რომ ამით ტრადიცია დაირღვევა. ტრადიციის თანახმად, კი ყოველ მომდევნო პრეზიდენტს წინამორბედი გადასცემს სახელმწიფო ხელისუფლების ატრიბუტიკას. ამჯერად ეს პატივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს ბელა პლიევას ერგო. კოკოითი ცერემონიაზე არ გამოცხადებულა. სამაგიეროდ იქ ყოფილი პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი იმყოფებოდა.
„პატივცემულო სტუმრებო, ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ პრეზიდენტის არჩევა ხელახლა. იგი არჩეული იქნა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით. უკანასაკენლი 8 თვის მანძილზე ჩვენ რთული პერიოდი გავიარეთ. იმედი მაქვს, ცესკოს წევრებმა გამოცდა წარმატებით ჩააბრეს საზოგადოებას. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთებთან,“– განაცხადა ბელა პლიევამ.
ცერემონიალს რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ სტუმრები რუსეთიდან, დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის ხელმძღვანელობით, რომელმაც განაცხადა:
„მინდა მოგილოცოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელით. თქვენმა მოქალაქეებმა დიდი ნდობა გამოგიცხადეს, არჩევნებმაც ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციაბის მხრდაჭერის საქმეში. რუსეთი აღმოჩნდა ოსეთის დამოუკიდებლობის გარანტი. ჩვენი ურთიერთობები წლიდან წლამდე მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება.“ ციტატის დასასრული.
„ჩემი გული მხოლოდ მადლიერებითა და სიამაყითაა სავსე ოსი ხალხის მიმართ, რომელმაც არაერთ წინააღმდეგობას გაუძლო ბოლო ოცი წლის მანძილზე და მყარად დაადგა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ საარჩენო კომისიას“,– განაცხადა თიბილოვმა ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები აფხაზეთიდან, დნესტრისპირეთიდან, ჩრდილო ოსეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და ნიკარაგუიდან.