კვირა საღამოს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს -ოსკარების- გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუს კომიკოსი და თოქ-შოუს ცნობილი წამყვანი, ელენ დეჯენერესი, უძღვებოდა.
უმაღლესი ჯილდო ფილმმა „მონობის 12 წელი“ მოიპოვა. საუკეთესო რეჟისორის პრიზი ფილმისთვის „გრავიტაცია“ მექსიკური წარმოშობის რეჟისორმა, ალფონსო კუარონმა, აიღო. ქალებში საუკეთესო მთავარი როლისთვის - კეიტ ბლანშეტი, მამაკაცებში კი - მეტიუ მაკონოჰი დააჯილდოვეს. უცხო ენაზე გადაღებულ ფილმებს შორის კინოაკადემიის რჩეული იტალიური ფილმი „დიადი მშვენიერება“ აღმოჩნდა.
ცერემონიალის მსვლელობისას გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ აქამდე არსებული რეკორდები მოხსნა და მთლიანად ქსელს უჩვეულო დატვირთვის გამო მომსახურების პრობლემები შეუქმნა. აქამდე ყველაზე მეტი, 780 000 გაზიარება 2012 წლის არჩევნებზე პრეზიდენტ ობამას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, ე.წ. ტვიტს ჰქონდა. ელენ დეჯენერესის ფოტოს გაზიარებამ კი სულ რამდენიმე საათში 2 მილიონს გადააჭარბა. ფოტოში წამყვანთან ერთად ერთდროულად რამდენიმე ვარსკვლავი მოხვდა: ბრედლი კუპერი, ჯარედ ლეტო, ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი, ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი, ლუპიტა ნიანგო, ჯულია რობერტსი და კევინ სპეისი. მსახიობთა ამ ჯგუფმა წუხანდელ დაჯილდოებაზე 11 ოსკარი მოიპოვა.