ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია სირიაში ქლორინის გამოყენებას ადასტურებს


ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ თებერვალში, სირიის ჩრდილოეთში ქლორინის გაზი იყო გამოყენებული.

ორგანიზაციამ ანგარიში მას შემდეგ მოამზადა, რაც თვითმხილველებს და სამედიცინო პერსონალს ესაუბრა და შემთხვევის ადგილებიდან ნიადაგის ქიმიური შემცველობის ანალიზი გააკეთა.

თავდასხმიდან მოკლე ხანში, მედიკოსები და პირველადი რეაგირების პერსონალი აცხადებდა, რომ სამოქალაქო პირებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ ქლორინის გაზით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ. ამასთან, მათ ტანსაცმელს ქლორის სუნი ასდიოდა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მანდატი მხოლოდ იმის დადგენით შემოიფარგლება, იყო თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი. ორგანიზაცია არ ადგენს იმას, თუ კონფლიქტის რომელმა მხარემ გამოიყენა აკრძალული იარაღი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG