ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიკრონი საქართველოშია


საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევები აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის 2 შემთხვევა დადასტურდა.

ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომლებმაც ახლახან უცხოეთში იმოგზაურეს. "10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, უმრავლესობაში დადგინდა, როგორც სპეციფიური PCR ტესტებით, ისე სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა +. ორ შემთხვევაში დავადასტურეთ ომიკრონის"არსებობა. რამდენჯერმე იქნა გადამოწმებული და ორ შემთხვევაში დადასტურდა. ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა", - განაცხადა ბრიფინგზე გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ორი პაციენტის კონტაქტების ნაწილს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ომიკრონი აქვს თუ არა მათ შორის რომელიმეს. გამყრელიძის ვარაუდით, საქართველოში ახალი ვარიანტი დელტას დაახლოებით 2 თვეში ჩაანაცვლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG