ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჭაბურღილი მალე დაილუქება


მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვა შეჩერდა, მიმდებარე შტატები კი კომპანიას "კატასტროფული" ზარალისთვის უჩივიან.

მექსიკის ყურეში ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი ადმირალი ტედ ალენი აცხადებს, რომ ბრიტიშ პეტროლიუმი აგრძელებს სათადარიგო ჭაბურღილზე მუშაობას იმისთვის, რომ სამუდამოდ გამორიცხოს დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობის გაჟონვა.

მოგეხსენებათ ბრიტიშ პეტროლიუმმა დაზიანებული ჭაბურღილი ცემენტით უნდა ამოავსოს, რაც მის სამუდამოდ დალუქვას გამოიწვევს.

ამ ფონზე, ალაბამას შეტატმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა „კატასტროფული ზარალის“ მიყენების გამო. ხოლო პრეზიდენტი ობამა და მისი ოჯახი კი შაბათ -კვირას მექსიკის ყურეში გაატარებენ ქვეყნის სამხრეთში ტურისტების ჩასვლის წახალისების მიზნით.

XS
SM
MD
LG