ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობზე ფასმა იკლო


ორშაბათს ნავთობის ფასმა დაიწია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის ფარგლებში დაწესებული ტარიფები შეიცვლებოდა.

დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ამერიკული მხარე შეთანხმების მხოლოდ იმ პირობებს დათანხმდება, რაც ამერიკისთვის იქნება მისაღები.

ტრამპმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს
"შეთანხმების პირველი ფაზის" ამერიკა მზადაა და სურს, რომ გაზრდილი ტარიფები მოხსნას, მცდარია. სწორედ ამ ცნობებმა გამოიწვია ბაზარზე ფასების ზრდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მიმდინარე 16-თვიანი სავაჭრო ომის გამო მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა შენელდა და პროგნოზებიც ნავთობზე მოთხოვნის თაობაზე, შემცირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG