ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანული ნავთობ ტანკერისთვის ხელშეწყობის წინააღმდეგ მოუწოდებს


შეერთებული შტატები ხმელთაშუა ზღვაში ქვეყნებსა და პორტებს მოუწოდებს, რომ არ შეუწყონ ხელი ირანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობ-ტანკერს, რომელიც გიბრალტარიდან გათავისუფლების შემდეგ რეგიონში გადაადგილდება.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება, რომ „ადრიან დარია 1“უკანონოდ მოპოვებული ნავთობი გადააქვს, "რათა ხელი შეუწყოს ირანის და სირიის რეჟიმების დაშინების და ზეწოლის კამპანიას”. დიპლომატიურმა უწყებამ აღნიშნა, რომ ნავთობი შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციებს მიეწოდოს.

„ჩვენ გადავეცით ჩვენი მტკიცე პოზიცია საბერძნეთის მთავრობას ამ საკითხზე, ასევე ყველა პორტს ხმელთაშუა ზღვაში, რომლებიც საჭიროებდნენ წინასწარ გაფრთხილებას ხომალდისთვის დახმარების გაწევის თაობაზე“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ გიბრალტარის გადაწვეტილება გაეთავისუფლებინა ტანკერი სამწუხაროა. იმ ფონზე, როცა არსებობდა ეჭვი, რომ მას ევროკავშირის სანქციების დარღვევით სირიაში ნავთობი გადაქონდა. ტანკერი გიბრალტარმა სწორედ ამ მიზეზით დააკავა. პომპეომ „ფოქს ნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ნავთობის გაყიდვა ირანის რევოლუციის გუშაგთა გვარდიას დაეხმარება.

„თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, მათ ექნებათ მეტი ფული, მეტი ქონება, მეტი რესურსი, რომ გააგრძელონ დაშინების კამპანია, გაგრძელონ მკვლელობათა კამპანია. ჩვენ ამის შეჩერებას ვცდილობთ“, - განაცხადა პომპეომ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი აღნიშნულს გამოეხმაურა და თქვა, რომ ირანი არ აკონტროლებს ნავთობის მიმართულებას, რადგან შეერთებული შტატები „არაკანონიერად ცდილობს სხვების ბულინგს ჩვენი [ირანული] ნავთების ყიდვისას“. მან ასევე განაცხადა, რომ ირანი მიაჩნია შეერთებულ შტატებს თეირანთან ურთიერთობის დაძაბვა სურს. მისი თქმით, ირანი მოხარულია, რომ ეს ინციდენტი დასრულდა და „ამას ნაკლები დაძაბულობა მოჰყვება“.

საზღვაო მეთვალყურეობის სისტემის მონაცემებით, ტანკერმა მოძრაობა საბერძნეთის პორტისკენ განაგრძო და დანიშნულების ადგილს მომავალ კვირას მიაღწევს. საბერძნეთის განცხადებით, მათ არ მიუღიათ ოფიციალური ინფორმაცია ტანკერის ქვეყნის პორტში შესვლის გეგმის თაობაზე.

გიბლარტარმა უარი განაცხადა ამერიკის მოთხოვნის შესრულებაზე, რომ არ მიეცა ხომალდისთვის საშუალება დაეტოვებინა ბრიტანეთის ტერიტორია. მათი თქმით ირანმა მათ წერილობითი დასტური მისცა, რომ ნავთობს სირიას არ მიწვდის.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აბას მოსავიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ არ დააკავოს ტანკერი. სამინისტროს თქმით, ამას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება.

მოსავიმ ასევე უარყო ივლისში „ადრიან დარია 1“-ის და ირანის მიერ ბრიტანეთის დროშით მცურავი „სტენა იმპეროს“ დაკავებას შორის კავშირის არსებობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG