ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა განსაზღვრავს ნავთობის ფასებს


ნავთობზე ფასების დავარდნის შედეგად, ამერიკელი მომხმარებელი შეიძლება დროებით შვებას გრძნობდეს. თუმცა, ეს გლობალური ეკონომიკის მდგოამრეობის გაუმჯობესების იმედს ჯერ არ იძლევა. რაიოლა დოთერი ამერიკის პერტროლიუმის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველია. მისი თქმით, ფასების ცვალებადობას გაუმართლებული მოლოდინი იწვევს:
„სუსტ წერტილს ევროპა წარმოადგენს. ეკონომიკური ზრდა შეერთებულ შტატებში და მასტან ერთად სწრაფად მზარდი ისეთი ქვეყნების ეკონომიკა, როგორიც ჩინეთია, ისეთი ტემპით არ ვითარდება, როგორც ამას ექსპერტები და პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ.“
ეკონომიკის ზრდის ტემპის დავარდნა ნავთობის მოხმარებასა და მოთხოვნაზე პირდაპირ-პროპორციულად აისახება. შედეგად იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, ბიუჯეტში მილიარდობით ნაკლები დოლარი შესდის.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ მიმდინარე ტარიფით, რაც 84 დოლარია ბარელ ნვთობზე, ჯერ-ჯერობით ისევ მომგენიანია ნავთობმწარმოებლებისთვის. თუმცა, ფასების ვარდნა შეიძლება კვლავ გაგრძელდეს. მეტ ნესტო იაჰუს ფინანსური სიახლეების რედაქტორია. მისი თქმით:
„მოსალოდნელია ფასების 70 დოლარის ფარგლებში ვარდნა. ეს ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს, თუმცა გარდაუვალი არ არის. ეს უბრალოდ ერთ-ერთი ეკონომიკური პროგნოზია.“
ნავთობის ფასების განმსაზღვრავი კიდევ ერთი ფაქტორი დოლარისა და ევროს კურსების თანაფარდობაა. მოგეხსენებათ, ნავთობის ფასი დოლარებში დგინდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მყარია დოლარის კურსი, მით უფრო დაბალია ნავთობის ფასი. თუმცა ნესტოს თქმით, ფასზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს:
„უამრავი გაურკვევლობა არსებობს. მაგალითად არ ვიცით რა შედეგი მოჰყვება ქარიშხლების სეზონს, როგორ რეაგირებას გააკეთებს საერთაშორისო სანქციებზე ირანი და რა გავლენა ექნება ამას გლობალურ ბაზარზე.“
მარაგის არასტაბილური წყაროების არსებობა ერთ-ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ამერიკაშინ გარკვეულ ჯგუფებს 13 მილიარდიანი მილდადენის აშენება სურთ, რომელიც მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს კანადიდან ამერიკის ნავთობ-გადამამუშავებელ საწარმოებამდე მიიტანს.
დოთერი ამბობს, რომ მილსადენის აშენება ამერიკაში არა მხოლოდ ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს, არამედ, მსოფლიო ბაზარზეც დადებით გავლენას იქონიებს და ნავთობზე ფასების სტაბილურობას შეუწობს ხელს:
„თუ ნავთობის მოწოდება უფრო სტაბილური წყაროებისდან დაიწყო, ამან შეიძლება ფასებზე გრძელვადიანი გავლენა იქონიოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც უფრო მეტი ნავთობის შემოტანა მოხდება სტაბილური ქვეყნებიდან, მით უფრო სტაბილური იქნება ნავთობზე ფასები მსოფლიო ბაზარზე.“
თუმცა, გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ეკონომიკური მოგება, რომელსაც მილსადენი მოიტანს მინიმალური იქნება იმ ზარალთან, რომელსაც ის გარემოს მიაყენებს. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, მილსადენთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არჩევნების წელს მოსალოდნელი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის მოთხოვნა მცირდება, ეკონომიკსტები აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, ამ ეტაპზე, მსოფლიო ეკონომიკა დღეში მილიონ ბარელ ნავთობზე მეტს მოიხმარს.
XS
SM
MD
LG