ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა იარაღის კონტროლის გაძლიერებას აპირებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში იარაღის კონტროლის ახალ ინიციატივას წარადგენს. პრეზიდენტმა იარაღის კონტროლზე საპრეზიდენტო ბრძანება გამოსცა, რაც მისი თქმით, ამერიკელების კონსტიტუციურ უფლებას არ შეზღუდავს.

თეთრი სახლის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი პირველი ცვლილება იარაღის მყიდველების წარსულის საფუძვლიანი შესწავლა იქნება, ასევე იგეგმება იარაღის კანონების აღსრულების მონიტორინგი და იარაღის უსაფრთხოებაზე კვლევების გაზრდა.

გუშინ ობამამ რეკომენდაციები უმაღლესი რანგის ჩინოსნებთან განიხილა, მათ შორის იყვნენ ამერიკის გენერალური პროკურორი ლორეტა ლინჩი და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს ქომი.

XS
SM
MD
LG