ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კონგრესს მიმართავს


თუ ამერიკელი კანონმდებლები დავალიანების ლიმიტს არ გაზრდიან, ამერიკის საკრედიტო რეიტინგი სავარაუდოდ კვლავ დაეცემა

პრეზიდენტმა ობამამ ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე პრესკონფერენცია გამართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავალიანების ლიმიტის გაზრდაზე და იარაღის კონტროლზე ისაუბრა.

ამერიკის ეროვნული ვალი 16 ტრილიონს აღემატება. თუ ამერიკელი კანონმდებლები დავალიანების ლიმიტს არ გაზრდიან, ამერიკის საკრედიტო რეიტინგი სავარაუდოდ კვლავ დაეცემა.

რესპუბლიკელი კონგრესმენები ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, პრეზიდენტ ობამას დანახარჯების შეკვეცას თხოვენ. პრეზიდენტი ობამა მზად არის დეფიციტის შემცირებასთან დაკავშირებით კონგრესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
XS
SM
MD
LG