ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ვესტ-პოინტში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა განიხილა


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ იორკში მდებარე ამერიკის სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის დამთავრების ცერემონიალზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებზე ისაუბრა.

ერთი დღით ადრე, ობამამ ავღანეთში ამერიკის სამხედრო პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ შეერთებული შტატების საბრძოლო მისია ავღანეთში წლის ბოლომდე დასრულდება.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის აზრით, დადგა დრო ამერიკის ისტორიაში დასრულდეს ათწლიანი ეპოქა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში წარმოებული ომების გარშემო ვითარდებოდა.

მისი თქმით, 2015 წლისთვის ავღანეთში 9 800 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, ხოლო 2017 წლის იანვრისთვის კი, როცა ობამა მეორე საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს, მათი რაოდენობა 1000-მდე შემცირდება.
XS
SM
MD
LG