ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ავღანეთში ჩავიდა


ამერიკის პრეზიდენტი კვირას წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. მან თქვამ, რომ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს იმის შესახებ თუ რამდენ ჯარისკაცს შეინარჩუნებს აშშ ავღანეთში, მას შემდეგ რაც საერთაშორისო ჯარების კონტიგენტი ქვეყნიდან გავა.

დღევანდელი ვიზიტი ობამას რიგით მეოთხე ვიზიტია ავღანეთში და მისი პირველი-2012 წლის არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტის შეხვედრა ჯარებთან ამერიკაში ხსოვნის დღეს ემთხვევა.

ბაგრამის საჰაერო ბაზაზე გამართული ბრიფინგისას, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ვიზიტის ერთერთი მიზანია ავღანეთში წლის ბოლომდე დარჩენილი სამუშაოების შეჯერება, მანამ ვიდრე ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთიდან გავლენ.

“მალე, ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ გამოვაცხადებთ,”-დასძინა მან.

ვიზიტი ემთხვევა ობამას ადმინისტრაციის კრიტიკას საგარეო პოლიტიკის სფეროში, რომლის თანახმად პრეზიდენტი ზედმეტად პასიურია სირიის, უკრაინის და რუსეთის საკითხებში.
XS
SM
MD
LG