ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარი კალვერტის ფოტოები


ფოტოჟურნალისტის ყველაზე ძლიერი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში ქალების ცხოვრების ურთულეს მომენტებს ასახავს

ფოტოჟურნალისტი მარი კალვერტი 25 წელია სურათებს იღებს. მივლინებით მთელი მსოფლიოს გარშემო უწევს მოგზაურობა. მის ნამუშევრებში პრეზიდენტებისთვის გადაღებულ სურათებსაც ნახავთ და ტიბეტელი მონაზვნების ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. თუმცა, აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობამ მარის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:52 0:00
ბმული

„შევიტყვე თანდაყოლილი დაავადების შესახებ, რომელსაც ვაგინალური ფისტულა ქვია. ამ თემაზე მუშაობის დროს შევხვდი დაავადებულ ქალებს, მათი ცხოვრების ისტორიები მოვისმინე და ამ ყველაფერმა ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. უშვილობის გამო მათ ოჯახებიდან აგდებენ. მთელი საზოგადოებისგან გარიყულები არიან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობის გამო, რომელზე კონტროლის საშუალება მათ არ გააჩნიათ. ამ დროს, საავადმყოფოში თუ მივლენ, მარტივი, 20-30 წუთიანი ოპერაციით, რომელიც სულ 400 დოლარი ჯდება, მათი ცხოვრება ძველებურ კალაპოტში ჩადგებოდა. ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, ეს არის ის, როგორი საქმეც უნდა ვაკეთო ცხოვრებაში. მე ამისთვის ვარ დაბადებული“ - ყვება მარი.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა დავალებების შერჩევა დაიწყო და პრიორიტეტს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ქალების თემებს ანიჭებდა, ავღანეთში ოპიუმზე დამოკიდებულებით დაწყებული, კონგოში სექსუალური ძალადობით დამთავრებული.

„რამდენი ახალ ამბავს წავიკითხავდი, ან ინტერნეტზე ვიდეოფირს ვნახავდი, თითქოს გარკვევით მესმოდა ამ ქალების გულის სიღრმიდან აღმომხდარი კივილი და ზუსტად ვიცოდი, რომ მათზე უნდა დამეწერა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალობა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ჯარისკაცის პროფესია. გაუპატიურების კოშმარული მაჩვენებლებია. ერთგვარ საომარ იარაღად იყენებენ. ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ერთი ცალი ტყვია: ადამიანს, თუ მთელ საზოგადოებას მომენტალურად ანადგურებს“ - ამბობს ჟურნალისტი.

მარი უამრავი პრესტიჟული ჯილდოს და ფულიცერის პრემიის ორგზის ფინალისტია. მას კარგად ესმის ის რისკები, რაც მას ძალადობით მოცულ ქვეყნებში ელის.

„რამოდენიმეჯერ საშიშ სიტუაციებშიც მოვხვედრილვარ. ავღანეთი იქნებოდა ეს თუ კონგო, ჩემს თავს სულ იმას ვეუბნებოდი: მე იქ რამდენიმე საათით, ერთი-ორი დღით, ან მაქსიმუმ 4-5 კვირით ჩავდივარ. ის ხალხი კი, ვისაც მე სურათებს ვუღებ და მათი ცხოვრების შესახებ ვაყოლებ, მუდმივად იქ ცხოვრობენ. თუკი ეს ქალები ასეთ ყოფას მთელი ცხოვრება უძლებენ, მეც შევძლებ მცირე ხნით იქ ყოფნის სიმძიმის ატანას“ - ამბობს ის.

მარის იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ქალების რთული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები ბევრს დააფიქრებს და სერიოზული ქმედებისკენ უბიძგებს.
XS
SM
MD
LG