თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს, ავღანეთში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს უმაღლესი ოფიცრის სახელი გაუმხილა. საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება შემთხვევით მოხდა იმ დროს, როცა პრეზიდენტი ობამა ქვეყანას წინასწარ გამოცხადების გარეშე ესტუმრა.
გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ამბობს, რომ ქვეყანაში სადაზვერვო სააგენტოს უფროსის სახელი ოფიციალურ პირთა იმ სიაში იყო, რომელიც თეთრმა სახლმა თავის ერთ-ერთ რეპორტიორს გადასცა. ეს ჟურნალისტი პასუხისმგებელი იყო ვიზიტის დეტალები ახალი ამბების სხვა სააგენტოებისთვის გაეზიარებინა.
სიაში იმ ოფიციალური პირების სახელები იყო, რომლებიც პრეზიდენტ ობამასთან ბრიფინგში მონაწილეობდნენ. მათ შორის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისი, ავღანეთში ამერიკული ძალების სარდალი გენერალი ჯოზეფ დანფორდი და ამერიკის ელჩი ავღანეთში ჯეიმს ქანინგჰამი.
„ვაშინგტონ პოსტი“ ამბობს, რომ ჟურნალისტი თეთრ სახლს დაუკავშირდა და ჰკითხა, დაზვერვის სააგენტოს პოსტის უფროსის სახელი ნამდვილად უნდა ამ სიაში თუ არა. ცოტა ხნის შემდეგ, მედია ორგანიზაციებს ახალი სია გაეგზავნათ ამ სახელის გარეშე.