ვაშინგტონი —
როგორ შეიძლება მილიონობით ტონა აღჭურვილობის გამოტანა სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნიდან, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. სწორედ ეს პრობლემა დგას სამხედროების წინაშე. ამავე დროს, საკვანძო სატრანსპორტო ხაზის დაკეტვის საშიშროებაც არსებობს.
ეგრეთწოდებული ჩრდილოეთის გამანაწილებელი ქსელი, ავღანეთს შავი ზღვის პორტებთან სახმელეთო გზით აკავშირებს. შუა აზიის, კავკასიის და რუსეთის გავლით ეს გზა ავღანეთს ბალტიის ზღვის პორტებთანაც აკავშირებს.
არსებობს იმის საშიშროება, რომ ნატოსთან ურთიერთობის გაფუჭების ფონზე, მოსკოვმა შეიძლება ბალტიის ზღვასთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტოს.
ენდრიუ ფოქსალი „ჰენრი ჯექსონ სოსაითი“ ანალიტიკური ჯგუფიდან ამბობს:
„აპრილის დასაწყისში ნატომ რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა შეაჩერა და არის იმაზე მინიშნებები, რომ რამდენიმე დღეში ნატოს მოსკოვის ოფისები დაიკეტება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პუტინის მიერ ამ კარტის გამოყენების ალბათობა იზრდება. ავღანეთიდან ნატოს ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებული საკითხი, მის სათამაშო კარტში, ტუზის ტოლფასია.“
ავღანეთიდან მხოლოდ შეერთებული შტატების გამოსვლის ხარჯები, ექვსიდან შვიდ მილიარდ დოლარამდე ფასდება. ნატომ მთლიანობაში 86,000 მანქანა და კონტეინერი უკვე გამოიტანა.
გადამდგარი ბრიგადის გენერალი ბენ ბარი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ ეფექტური ალტერნატიული ხაზების არსებობამ, ოპერაციის გრაფიკის წინსწრებით ჩატარების საშუალება შექმნა.
„სხვა ხაზი არის, სახმელეთო მარშრუტი უღელტეხილების გავლით, პაკისტანში ყარაჩის მიმართულებით, ანუ ზღვისკენ. ამასთან ერთად, ნატოს ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მძიმე აღჭურვილობა, ავღანეთიდან საჰაერო გზით რეგიონის საზღვაო პორტებში გადაზიდა.“
ბარი ამბობს, რომ არსებობს კარგი მიზეზები იმისთვის, რომ რუსეთმა ავღანეთიდან გამოსასვლელი მარშრუტი არ გადაკეტოს.
„ქვეყნები, რომლებიც ამას აკეთებენ, მყარი, დასავლური ვალუტით კარგად იხდიან.“
მაგრამ ენდრიუ ფოქსალი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის, ეკონომიკური საკითხები ხშირად სტრატეგიას ექვემდებარება.
„რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებაში, ნატოსგან წელიწადში 1 მილიარდ დოლარს იღებს. მაგრამ, როგორც უკვე ვნახეთ უკრაინაში, ყირიმში, არ მგონია, რომ გეოპოლიტიკური გათვლებისას ეკონომიკურ ფასს პუტინისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.“
11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ მოსკოვმა დასავლეთს დაუჭირა მხარი. რუსეთს და დასავლეთს იმის შიში აერთიანებს, რომ ავღანეთი კვლავ ტერორიზმის ექსპორტიორად შეიძლება იქცეს. ამბობს ბენ ბარი:
„რუსეთის მთავრობის შიდა წრეებში, მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, გაჟღერდა მოსაზრება, რომ ავღანეთში უსაფრთხოების გარდამავალ პროცესს მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რადგან რუსეთს თავის საზღვრებთან დამატებითი არასტაბილურობა ყველაზე ნაკლებად სჭირდება.“
ამ კვირაში, საკუთარი მისიის დასრულების აღსანიშნავად, თავისი კუნძულისკენ ხანგრძლივი ფრენის წინ, ტონგას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, საომარი ცეკვა შეასრულეს. თუმცა აღჭურვილობის გატანა ბევრად უფრო ძნელი ამოცანაა.