ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა "შეზღუდულ" საპასუხო რეაქციას ვარაუდობს


ბარაკ ობამა, 30 აგვისტო, 2013.
ბარაკ ობამა, 30 აგვისტო, 2013.

ამერიკელ ლიდერს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება შემუშავებული არ აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხს გასცემს სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, თუმცა აცხადებს, რომ "შეზღუდულ ქმედებას" ამზადებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება პარასკევს გააკეთა, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ. კერიმ აღნიშნა, რომ ამერიკის სადაზვერვო ორგანიზაციებს სჯერათ, რომ სირიის მთავრობამ მომწამვლელი თავდასხმა გასულ კვირას განახორციელა.

კერიმ აღიარა, რომ სირიელი პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედებას რისკები ახლავს, თუმცა მან თქვა, რომ უმოქმედობის რისკები უფრო მაღალია. მისი განცხადებით-"უმოქმედობა კიდევ უფრო წააქეზებს სხვა ქვეყნებს ქიმიური და ბირთვული იარაღის განვითარების მიზნით." "სხვა ქვეყნებში" მან ჩრდილოეთ კორეა და ირანი იგულისხმა.
კერის გამოსვლის პარალელურად, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, სადაც ამტკიცებს, რომ ოფიციალური დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას დამასკოს რამდენიმე შემოგარენში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა.


ამერიკის მთავრობის შეფასება

-ამერიკის ხელისუფლება ფიქრობს, რომ სირიის მთავრობის მიერ გამოყენებული ქიმიური იარაღის შემდეგ სირიაში 1429 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 426 ბავშვი.
-ამერიკის მთავრობას ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ქიმიური იარაღით თავდასხმა სირიის ოპოზიციამ განახორციელა


XS
SM
MD
LG