ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი - ამერიკის პარტნიორი თუ მოწინააღმდეგე?


მას შემდეგ, რაც აზიის ქვეყნებში შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგია გამოცხადდა, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩინეთთან მიმართებაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს პროცესი ჩინეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პარალელურად, ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებში, ხშირად ქვეყნდება ვაშინგტონის პოლიტიკის საწინააღმდეგო შეხედულებები. ამერიკის განცხადებებმა აზიურ სტრატეგიასთან დაკავშირებით კი, აზიის ვერცერთი სახელმწიფოს დარწმუნება ვერ შეძლო.

ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, გასულ ორშაბათს გამართულ საპრეზიდენტო დებატებში პრეზიდენტმა ობამამ თავისი ჭეშმარიტი განწყობა დააფიქსირა, როდესაც ჩინეთს დაპირისპირებული მხარე უწოდა:

„ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებისათვის ერთდროულად მოწინააღმდეგეცაა და პოტენციური პარტნიორიც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საერთაშორისო წესებს დაიცავს.“

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, გრიგორი კულაჩკის თქმით, აღნიშნული კომენტარით ობამამ ამერიკა-ჩინეთის მგრძნობიარე ურთიერთობაში ზომიერი პოზიცია დააფიქსირა:

„ამ ნათქვამში ყველაზე საინტერესო ორი სიტყვა იყო - მოწინააღმდეგე და პარტნიორი. სიტყვა „მოწინააღმდეგე“ ობამამ ჩინეთთან უსაფრთხოების სფეროში არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით გამოიყენა, თან ობამამ ერთგვარად გვაჩვენა, რომ ჩინეთს პარტნიორად ჯერჯერობით არ მიიჩნევს.“

ექსპერტი კულაჩი იმასაც აღნიშნავს, რომ ობამას გამონათქვამმა შესაძლოა საკმაოდ გაურკვეველი პოზიციის ეფექტი შექმნას.

ბილ ბიშოპი, რომელიც ჩინეთის საკითხების ანალიტიკოსია, ამბობს, რომ ბოლო დროს ამერიკელი დიპლომატები ერიდებოდნენ სიტყვა - „მოწინააღმედგის" გამოყენებას ჩინეთთან მიმართებაში:

„სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამ ტონში არ საუბრობს. როდესაც მას ჰკითხეს მიიჩნევს თუ არა ჩინეთს მეტოქედ, ქალბატონმა კლინტონმა ამ კითხვაზე პასუხი ერთგვარად აირიდა,“ - ამბობს ბიშოპი და იქვე განაგრძობს: „ვფიქრობ პრეზიდენტი ობამაც ასე მხოლოდ თავის წრეში მსჯელობს; დებატების დროსაც, მან სწორედ თავისი პოზიცია მძაფრი განხილვის შუა პროცესში გამოხატა, რაც ერთგავარდ სიფრთხილეს მოკლებული ნაბიჯი იყო.“

სხვა ექსპერტები კი, ობამას გამონათვქამს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას აძლევენ:

„ჩინეთი მისივე მისამართით წარმოთქმულ სიტყვა - „მოწინააღმდეგეს" ზუსტად პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამს და სრულებით არ ექნება პოლიტიკური ტერმინოლოგიის ელფერი,“ - ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, კერი ბრაუნი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ აღნიშნა - იმისათვის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობა არსებობდეს ამერიკულმა მხარემ ჩინეთის განვითარება პასუხისმგებლობით უნდა გააცნობიეროს.
XS
SM
MD
LG