ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ჩინეთს აკრიტიკებს


თეთრი სახლი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს

ობამას ადმინისტრაცია ჩინეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივის.

თეთრი სახლი პეკინს ავტომანქანებისა და ავტო-ნაწილების ექპორტის სუბსიდირებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტმა ობამამ ეს განცხადება ორშაბათს, ოჰაიოს შტატში საპრეზიდენტო კამპანიის დროს გააკეთა, სადაც ავტოწარმოება შტატის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა. ამერიკა ეწინააღმდეგება ჩინეთის მთავრობის მიერ ავტომწარმოებელ კომპანიებზე გადამეტებული სუბსიდიების გაცემის ფაქტს.

ამერიკული მანქანების ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადების გამო, აშშ-მ ჩინეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საჩივარი ივლისში შეიტანა.
XS
SM
MD
LG