ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმიგრაციო რეფორმა აშშ-ში


ბარაკ ობამა კანონმდებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანონმდებლებს საიმიგრაციო რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რითაც მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი არასწორი სისტემა გაუმჯობესდება. ამის შესახებ ბარაკ ობამამ თავის ტრადიციულ შაბათის მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საიმიგრაციო რეფორმის კანონპროექტი, რომელსაც სენატში განიხილავენ, ხელს შეუწყობს საზღვრის უსაფრთხოება, გააძლიერებს ზომებს ტრეფიკერების წინააღმდეგ და იმიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისკენ გაუხსნის გზას. მოქალაქეობისკენ გზა, კი ბარაკ ობამას განცხადებით, გულისხმობს, მონაცემების შემოწმებას, ინგლისური ენის შესწავლას და გადასახადების გადახდას. თუკი საიმიგრაციო კანონს სენატი დაამტკიცებს, კანონპროექტს წინააღმდეგობა წარმომადგენელთა პალატაში ელოდება.
XS
SM
MD
LG