ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ელით არალეგალ იმიგრანტთა შვილებს ამერიკაში?


1,3 მილიონი აზიელი იმიგრანტი შეერთებულ შტატებში საბუთების გარეშე ცხოვრობს

შეერთებულ შტატებში 11 მილიონი არალეგალი იმიგრანტი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ლათინური ამერიკიდანაა, მაგრამ ყოველი მეხუთე არალეგალი, აზიური წარმოშობის იმიგრანტია.

1,3 მილიონი აზიელი იმიგრანტი შეერთებულ შტატებში საბუთების გარეშე ცხოვრობს. ენტონი ენჯი ერთ-ერთი მათგანია. როდესაც სკოლის უმაღლეს კლასში გადავიდა მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ არალეგალი იყო, რამაც მისი შეშფოთება გამოიწვია, რადგან პირველად გააცნობიერა, რომ ამერიკიდან დეპორტაცია ემუქრებოდა და კოლეჯის დამთავრების ოცნებას ვეღარ აისრულებდა.

ენტონი 12 წლის იყო, როდესაც ფილიპინებიდან მშობლებთან ერთად ამერიკაში ჩამოვიდა. ახლა ის კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად ფინანსური დახმარების მიღებას ცდილობს, მაგრამ არალეგალებისთვის ეს თითქმის შეუძლებელია.

ადვოკატებმა ენტონის ოჯახს ურჩიეს, რომ ახალი საიმიგრაციო რეფორმის შედეგებს დაელოდონ, რაც მათ ლეგალური სტატუსის მიღებაში დაეხმარება.
შეერთებული შტატების კონგრესში გრძელდება დებატები აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით. გასულ წლის ივნისში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, როდესაც ახალი კანონი დაამტკიცეს შეერთებულ შტატებში დროებითი სამუშაო უფლების შესახებ. ამ უფლებას მხოლოდ იმათ აძლევენ ვინც არასწრულწლოვანი იყო ამერიკაში შემოსვლის დროს და აჟამად ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. მათ აღარც დეპორტაცია ემუქრებათ.
ტიფანი პანლილიო არალეგალებს ამ უფლების მიღებაში ეხმარება. საბუთების შევსება 465 დოლარი ღირს და მსურველებმა უნდა დაადასტურონ, რომ ამერიკაში შემოსვლის დროს არასრულწლოვანები იყვნენ.

ამ კანონის შესაბამისად 300 ათასმა ადამიანმა მიიღო დროებითი სამუშაო უფლება. მათი უმრავლესობა მექსიკიდანაა. ბევრია ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ვიეტნამიდან ჩამოსული იმიგრანტი.

შეერთებულ შტატებში დაახლოებით 100 ათასი აზიელი ცხოვრობს, რომლებსაც ამ კანონის მიხედვით დროებითი სამუშაო ნებართვის მიღება შეუძლია.
XS
SM
MD
LG