ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას მიმართვა


პრეზიდენტი ამერიკელებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელებს კლიმატის ცვლილების შესახებ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ეს მისი თქმით შეამცირებს ნახშიროჟანგის შემცველ აირებს და ქვეყანას კლიმატის ცვლილების შედეგებისგან დაიცავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ თავის ტრადიციულ შაბათის მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, შარშანდელი წელი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი გარემოს დაცვის გეგმა შტატების და ბიზნესების თანამშრომლობას გულისხმობს, რაც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.
XS
SM
MD
LG