ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დროშა - საუკუნოვანი ისტორიით


ნიუ-იორკის პოლიციის დროშა
ნიუ-იორკის პოლიციის დროშა
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დროშა / არქივი
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დროშა / არქივი

ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დროშას 100 წელი შეუსრულდა. “NYPD” -ის დროშა, პირველად, 1919 წლის 17 მაისს აღმართეს. პოლიციის დროშას დღეს ნიუ-იორკში, თითქმის ყველგან შეხვდებით, - არა მხოლოდ პოლიციის განყოფილების შენობებზე.

დეპარტამენტის დროშა სამფეროვანია და მასზე ვარსკვლავებია განთავსებული.

დროშაზე დატანილი მწვანე და თეთრი ზოლები ქალაქის ხუთ რაიონს გამოსახავს.

  1. მანჰეტენი
  2. ბრუკლინი
  3. ქუინსი
  4. ბრონქსი
  5. სტეიტენ აილენდი

როგორც პოლიციის დეპარტამენტში განმარტავენ, მწვანე ფერი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დიდ და ღირებულ წარსულს გამოხატავს. რაც შეეხება ვარსკვლავებს, მათი საერთო რაოდენობა 24-ია და იმ დასახლებულ პუნქტს გამოხატავს სადაც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი

ქალაქი ნიუ-იორკს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი სამართალდამცველი ჰყავს, ყოველდღიურად ქალაქს ათასობით პოლიციელი იცავს. ციფრებით ირკვევა, რომ გასული 2018 წელი ნიუ-იორკისთვის ყველაზე უსაფრთხო წელი იყო. შემცირდა ყველა კრიმინალური მაჩვენებელი და როგორც ქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, კრიმინალის მაჩვენებელი ქალაქში კლების ტენდენციას კვლავ აგრძელებს.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს 10 000-მდე ავტომობილი, 11 ნავი, 8 ვერტმფრენი, ამდენივე დრონი და ათობით სხვა სახის სატრანსპორტო საშუალება ჰყავს.

ნიუ-იორკის პოლიციის მუზეუმი
ნიუ-იორკის პოლიციის მუზეუმი

წლების წინ ქალაქში ნიუ-იორკის პოლიციის მუზეუმი გაიხსნა, მუზეუმში წარმოდგენილი იყო ისტორიული ნივთები, ფოტოები, დოკუმენტები და ძველი ავტომობილებიც კი. ამ დროისთვის მუზეუმი დახურულია და უცნობია თუ როდის გაიხსნება ის.

ექსპონატების ნაწილი “გუბერნატორის კუნძულზე” არსებული მუზეუმის მცირე შენობაშია წარმოდგენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG