ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს


პარიზის და ბეირუთის ტერაქტების შემდეგ, ნიუ-იორკში საგანგებო, შეიარაღებული დანაყოფები პატრულირებენ, რომლებსაც ქალაქის ორგანიზებული ტერორისტული აქტებისგან დაცვა ევალებათ. დანაყოფის 500 წევრს სპეციალური წვრთნა აქვს გავლილი.

ნიუ იორკის პოლიციის მეთაურის უილიამ ბრატონის თქმით პოლიციის დანაყოფები მხოლოდ ტურისტების თავშეყრის ადგილებზე არ იქნებიან ფოკუსირებულნი, არამედ ნაკლებ სავარაუდო სამიზნეებზეც. მისი თქმით მომავალი წლის ზაფხულისთვის პოლიციას დამატებით 2 000 ოფიცერი დაემატება, შედეგად ჯგუფს ქალაქში ერთდროულად რამდენიმე თავდასხმაზე შეეძლება პასუხის გაცემა.

XS
SM
MD
LG