ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის საკონსტიტუციო ცვლილებებით, კიმი სახელმწიფოს მეთაურია


ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები კიმ ჩენ უნის, როგორც ქვეყნის ლიდერის როლს ამყარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ამ ცვლილებებს წინ უძღოდა ივლისში კიმის ოფიციალური დასახელება სახელმწიფოს მეთაურად და უმაღლეს მთავარსარდლად. ექსპერტების აზრით, ეს შეერთებულ შტატებთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადყოფნისთვის გაკეთდა.

სახელმწიფო მედიის ცნობითვე, კიმის საკანონმდებლო სტატუსი ახლა გამყარდა და მისი კონსოლიდირება მოხდა იმისთვის, რომ წარმოადგენდეს ქვეყანას, როგორც უმაღლესი ლიდერი ყველა სახელმწიფო საკითხში.

ახალი კონსტიტუციის თანახმად კიმი არის "სახელმწიფო საქმეთა კომისიის" - მმართველთა კაბინეტის თავმჯდომარე და უმაღლესი წარმომადგენელი კორეელი ხალხისა, რაც ასევე ნიშნავს სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს. წინა კონსტიტუცია კიმს "უმაღლეს ლიდერს" უწოდებდა, რომელიც მეთაურობდა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსაც. ეს ცვლილებები ნიშნავს, რომ კიმი, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მეთაურად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG