ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ უნმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ და დიპლომატიურ პარტნიორ სახელმწიფოში, ჩინეთში, ვიზიტი დაასრულა. პეკინში კიმ ჩენ უნს და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შორის გამართული ორდღიანი მოლაპარაკების მთავარი თემა გასულ კვირაში, კიმ ჩენ უნს და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შემდგარი ისტორიული შეხვედრა იყო.

ფხენიანის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ უნმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს სინგაპურში გამართული ისტორიული სამიტის ხელშეწყობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ფხენიანი და პეკინი ორმხრივი თანამშრომლობის და მეგობრობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

ჩინეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, გამგზავრებამდე, კიმ ჩენ უნმა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების პარკი და რკინიგზის საკონტროლო პუნქტები დაათვალიერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG