ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკინში ჩავიდა


ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, პეკინში დღეს მისი ჩრდილოეთ კორეელი კოლეგა, კიმ ჩენ უნი დიდი დელეგაციის თანხლებით ჩავიდა. უმაღლესი დონის ვიზიტით გათვალისწინებული შეხვედრები 4 დღე გაგრძელდება.

საინფორმაციო სააგენტოებმა სიახლის შესახებ ცნობა რამდენიმე საათის დაგვიანებით გაავრცელეს. გასულ წელს კიმ ჩენ უნი ჩინეთს, თავის მთავარ მოკავშირეს, სამჯერ ეწვია. ის პეკინში, როგორც წესი, ჯავშან-მატარებლით დადის. სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს დედაქალაქში, მატარებლის სადგურზე დახვდა.

მხარეები სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის და შეერთებული შტატების ლიდერების შესაძლო უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, კოორდინაციას შეეცდებიან. 2018 წელს, სინგაპურში დონალდ ტრამპს და კიმ ჩენ უნს შორის პირველი, ისტორიული შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG