ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ზელანდიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს


ტერორიზმის ბრალდებით ახალ ზელანდიაში დააკავეს ადამიანი, რომელიც ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთში ტერორისტული აქტის მოწყობაშია ბრალდებული. თავდამსხმელმა მეჩეთებში შეკრებილ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 49 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის კომისარმა მაიკ ბუშმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი შაბათ დილას სასამართლოს წინაშე წარსდგება. მან ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ახალი ზელანდიის ტელევიზიამ (TVNZ) მისი სახელი დაადგინა. ეს 28 წლის ბრენტონ ტარენტია. ის ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსის შტატში ცხოვრობს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებსაც ამ ეტაპზე დაკითხვა უტარდებათ.

ტერორისტული თავდასხმის დროს ეჭვმიტანილმა ცეცხლი გაუხსნა მეჩეთში შეკრებილ მლოცველებს. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმამდე “ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა და თავდასხმას სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს იარაღზე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად და სომხურად, სიტყვები ჰქონდა დაწერილი. ქართულად მას იარაღზე “დავით აღმაშენებელი” და “დავით სოსლანი” ჰქონდა დაწერილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG