ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ზელანდიაში მიწისძვრის შედეგად ცუნამი წამროიქმნა


ახალ ზელანდიაში, ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად, ცუნამის რამდენიმე, მცირე ტალღა წარმოიქმნა. ცუნამის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო, თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სიტუაცია დასტაბილურდა და მოსახლეობას, თავიანთ სახლებში დაბრუნება შეუძლია.

ოფიციალურმა პირებმა, სტიქიური მოვლენის დაწყებამდე მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ტალღები, დაახლოებით, 3 მეტრამდე სიმაღლის იქნებოდა. მიწისძვრა კი, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, ყველაზე ძლიერი, 8.1 მაგნიტუდის იყო. ინფორმაციას "საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდმა ტალღებმა უკვე ჩაიარა და ისინი მოსახლეობას საფრთხეს აღარ უქმნის.

"ყველა ევაკუირებულ ადამიანს, ახლა სახლში დაბრუნება შეუძლია",- აცხადებენ სააგენტოში.

საგანგებო სიტუაციის შესახებ გაფრთხილება ქალაქ ოკლენდში ყველამ მიიღო. ქალაქში, სადაც 1.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოუწოდებდნენ, რომ თავი შეეკავებინათ სანაპიროზე ყოფნისგან.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შედეგად, რაიმე ტიპის დაზიანებები, ქალაქში არ შეიმჩნევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG